სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

15/07/2020

აღმაშენებლის ქუჩის კორპუსებთან სკვერი და სტადიონი შენდება





 

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს, მოწესრიგდა გზის საფარი.

სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო.

სამუშაოებს შ.პ.ს "მშენებელი 2017" ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#გურია #ოზურგეთი2020