სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/07/2020

ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია





შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის, „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ გახსნა და ინოვაციურ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ონლაინ პლატფორმა შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების ხელშეწყობას, covid-19-ის საპასუხო რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით, სხვადასხვა საკვები თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტის უსაფრთხო მიწოდებასა და შესყიდვებს.

პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი, გურიის მხარის სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

პროექტის პრეზენტაცია გადაიცა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდების პირდაპირი ტრანსლაციით.

პროექტი „ონლაინ პლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“, ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით.
პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ვებ გვერდზე: MobMarket.ge-ზე შეგიძლიათ.

#გურია2020 #მობილურიმაღაზიაგურიაში