სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

31/10/2019

ანგარიშების წარდგენა ლიხაურსა და შემოქმედში





ლიხაურისა და შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაჟორიტარი წევრების მიერ, 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა გაიმართა. შეხვედრებს სოფლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა. სოფელ ლიხაურის მაჟორიტარმა გიორგი თოიძემ და შემოქმედის მაჟორიტარმა თამაზ ბურჭულაძემ, საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში შერულებულ ვალდებულებეთან ერთად, სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრიქტურის პროექტებზე, სოციალურ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საკრებულოს წევრებმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადრება, რომელთა ასახვა მომავლი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს. შეხვედრები კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.