სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

27/06/2019

ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში ენერგოეფექტური როლერი დამონტაჟდება





ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ოზურგეთში სხვადასხვა სახის აქტივობები იმართება.

მდგრადი ენერგეტიკის დღეებთან დაკავშირებით გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსმა - ალეკო მამეშვილმა სოფელ ბახვში, მეწარმე დავით თენიეშვილის ჩაის გადამამუშავებელს საწარმო მოინახულეს, სადაც საწარმოს მიმდებარედ, მცირე მდინარეზე, ენერგოეფექტური როლერის მონტაჟი იგეგმება, რათა წარმოებაში ელექტროენერგიის დანახარჯი შემცირდეს.

მეწარმე დავით თენიეშვილი რამდენიმე სახეობის ჩაის აწარმოებს, ესენია: შავი, თეთრი, მწვანე და მოცვის ჩაი.პროდუქციის რეალიზებას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე და აწარმოებს ექსპორტს.

#ოზურგეთი2019 #გურია2019 #მდგრადიენერგეტიკისდღეოზურგეთი2019 #დაზოგეელექტროენერგია #დაიცავიგარემო #SUSTANAIBLEENERGYDAY #OZURGETIMUNICIPALITI2019 #EECGeorgia