სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

04/02/2020

ჩემპიონატი ნარდში ვეტერანებს შორის





ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველომ თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. ამ ინიციატივამ სტარტი ნარდის ჩემპიონატით აიღო. ჩემპიონატი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრო, ალმა-ატის უმაღლესი საერთო-საჯარისო აკადემიის კურსდამთავრებულს, მაიორ ბერდია ცეცხლაძის ხსოვნას მიეძღვნა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ბრძოლის მონაწილე ვეტერანი, დღეს, თანამებრძოლებმა გაიხსენეს. ბერდია ცეცხლაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო შენაერთებსა და შსს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. სხვადასხვა ჯილდოებთან ერთად მაიორ ბერდია ცეცხლაძის ოჯახს, მისი გარდაცვალების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაეცა მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. ტურნირში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, გარდაცვლილი ვეტერანის მეუღლემ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსმა გელა ბაქანიძემ გადასცეს. აღასღნიშნავია, რომ მსგავსი სპორტული ასპარეზობები ტრადიციული გახდება და გარდამავალი თასი ვეტერან მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირებში გამარჯვებულებს გადაეცემა.