სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/02/2019

ცხემლისხიდისა და ბაღდადის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია





სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხის ფარგლებში პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ხიდის აღდგენა და მოსაცდელის მოწყობა აირჩია, უჩხუბის უბანში გარე განათება დამონტაჟდება, ხოლო სოფელ ბაღდადის მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათება, მგზავრთა მოსაცდელი და სანიაღვრე არხი მოეწყობა.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი გოჩა აბაშმაძე ცხემლისხიდის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად დაესწრნენ.