სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

28/05/2012

დამოუკიდებლობის დღე





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილიმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია ვაშაყმაძემ, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ,,კულტურისა და დასვენების პარკში" შეკრებილ ოზურგეთელებს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავი ღია ცის ქვეშ აღინიშნა, საზეიმო ცერემონია მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმართეს.
26 მაისი და მისი მნიშვნელობა იყო მოლბერდზე შესრულებული იმ ნახატების მთავარი თემა , რომელზეც სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად იმუშავეს.
მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, პატარებისათვის ამფიტეატრში სპექტაკლები: ,,ნაცარქექია " და ,,აბეზარა" გაიმართა.
მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, გოდერზი მახარაძემ, მეოთხე მსოფლიო საგინესო-სარეკორდო ასპარეზობა გამართა თავზე გაჩერებული ფეხბურთის ბურთით. ოზურგეთელები ერთმანეთს ჭადრაკის, შაშის, ნარდის თამაშში გაეჯიბრენ. შეჯიბრებები გაიმართა კროსსა და ფრენბურთშიც. გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები ისტორიულ მუზეუმში დასრულდა, სადაც წარმოდგენილი იყო XIX-XX საუკუნის ოზურგეთის ფოტომასალები.