სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/03/2020

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის!





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის!

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მითითებით, სახელმწიფო და კერძო უწყებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უნდა დაემორჩილონ!

დღეიდან 1 აპრილამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილობრივ შეიზღუდება მოქალაქეთა შესვლა!

თანამშრომლები მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავლენ დისტანციური შრომის პირობებზე!

ადგილზე დარჩება მცირე კონტინგენტი, რომლებიც აუცილებელია მართვისა და მოსახლეობისაგან კორესპონდენციების მიღებისათვის!

საჭიროების მიხედვით გაგრძელდება სასკოლო ავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები.

მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალურ ტრანსპორტში, ოზურგეთის ავტოსადგურის ქვემდებარე ასზე მეტ მიკროავტობუსს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია.

თანამშრომლები დროებით დათხოვნილი იქნებიან ა.(ა).ი.პ. ორგანიზაციებიდანაც.