სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/04/2019

განმარტებები ბიუროს სხდომაზე.





ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა!" - განაცხადა ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორმა მაკა ჭყონიამ, დღეს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ე..წ. "ხორცის სკანდალს" უკავშირდება, განმარტებები ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორმა მაკა ჭყონიამ გააკეთა. მანვე ამ თემის ირგვლივ საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

„მოგეხსენებათ ეს არის თემა რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი და აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია აღნიშნულზე. ამიტომ დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიწვიეთ ა(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორი, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ - აღინიშნა ბიუროს სხდომაზე.

„ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 28.მარტს ხორცის მორიგი დაფილვის დროს, ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაიწუნეს ხორცის ერთი ნაწილი, რომელიც იყო მუქი შეფერილობის და რეაგირებისთვის მაშინვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სიტუაციის შესწავლის მიზნით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა მიმწოდებელს - შპს ,,სოფოს.’’ საწარმო პროცესის შეჩერების გამო სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა, ხელშეკრულება შეუჩერა მომწოდებელ შპს ,,სოფოს’’ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკება , რათა არ შეფერხებულიყო სააღმზრდელო პროცესი ბაღებში. გვინდა განვაცხადოთ მშობლების საყურადღებოდ, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა, რისი პრევენციაც დროულად განახორციელა ბაღების გაერთიანებამ.“ - აღნიშნა მაკა ჭყონიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც. "სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება. ბაღების მომმარაგებელ კომპანიას კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა, რომლიც კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.“ - აღნიშნულია განცხადებაში.