სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/02/2019

გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულის საზღვრებში მოექცა.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სოფელ გომის საზღვრებში კურორტ გომის მთის მოქცევის შესახებ, წინადადება მოიწონა.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსლუტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია."

მეორე ეტაპი საკრებულოს მხრიდან, გომის მთის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება იქნება. კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმის შემუშავება 2017 წლს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტმა დაიწყო და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გადაწყვეტილება კურორტის გეგმაზომიერი განვითარების მიზნით იქნა მიღებული.