სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/05/2019

გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვა





დღეს უმრავლესობის ლიდერმა და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის საკითხზე იმსჯელეს.

გომის მთის განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპი საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

სამუშაო პროცესი გრძელდება, იგეგმება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით.

საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, განაშენიანების გეგმას მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს კურორტ გომისმთის გეგმაზომიერ განვითარებას.

#გურია #ოზურგეთი2019 #ტურიზმისგანვითარება2019