სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/02/2019

გურიანთისა და ციხისფერდის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა





სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ გურიანთისა და ციხისფერდის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

სოფელ გურიანთის მოსახლეობამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის შენობისა და სტადიონის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხოლო ციხისფერდის მოსახლებამ პრიორიტეტად წყლის ჭაბურღილის მოწყობა, სასაფლაოს ეზოს შეღობვა, მოსაცდელის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი აირჩია.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი გოჩა აბაშმაძე დვაბზუს ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად დაესწრნენ.