სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

30/10/2019

ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიების სხდომები





ოზურგეთის საკრებულოში ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა. ინფრასტრუქტურის კომისიამ შემოსულ კორესპოდენციასთან ერთად, ქალაქ მშენებლობის დოკუმენტების შექმნის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ იმსჯელა. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მიემართოს მერიას გამოინახოს ფინანსური რესურსი, რომელიც ასახული იქნება (თუნდაც ორწლიანი პროექტის სახით), ბიუჯეტის პრიორიტეტის დოკუმენტში და შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტში. აგრარულ საკითხთა კომისიამ, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი განიხილა. პროექტი, ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, ჭაბურღილის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს,,სატისი“-სათვის გადაცემას გულისხმობს. კომისიის შემდეგ, საკითხს ბიუროს მორიგ სხდომაზე განიხილავენ. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კომისის დასკვნის გათვალისწინებით ბიურო შეისწავლის, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას" ეხება.