სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

05/06/2019

ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ განკარგულება მიიღეს.





 საკრებულომ, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების მოწონების თაობაზე, განკარგულბა დაამტკიცა.

კონჭკათის, ჭანიეთის, ნასკირალის და გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების მშენებლობის, ბაილეთში, შემოქმედში, ნატანებში, ბოხვაურში, დაბა ნარუჯასა და ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთავის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 825 ათას 895 ლარი გამოიყო.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.