სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

15/06/2020

იყავი თანნამართველი - მეორე ეტაპი დაიწყო





თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის "იყავი თანნამართველი" მეორე ეტაპი იწყება! პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტის ავტორებმა საკრებულოს წევრებს ის სიახლეები გააცნეს, რომელიც პლატფორმაზე საპროექტო განაცხადების ატვირთვის პროცედურებს, ტექნიკური დეტალებს ეხება და წელს დაინერგა. გაიზარდა პროექტის ბიუჯეტი და ის უკვე 300 000 ლარს შეადგენს. სპეციალური პლატფორმის ადმინისტრირებაზე ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავებენ. მოქალაქეები საკუთარი ინიციატივების წარმოდგენას სწორედ ამ სერვისით შეძლებენ. ინტერნეტ პლატფორმა „იყავი თანამმართველი“ მიბმულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ ვებ-გვერდზე http://ozurgeti.mun.gov.ge/ , სადაც მოქალაქეებს პროექტების ინიცირების შესაძლებლობა აქვთ. პროექტი „იყავი თანამმართველი“ არის: პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი! ეს არის მოქალაქეების შესაძლებლობა – ინიციატივების წარმოდგენით განსაზღვრონ პრიორიტეტული პროექტები და მიიღონ გადაწყვეტილება ამ პროექტების დასაფინანსებლად. თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების უნიკალური მოდელი “იყავი თანამმართველი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაინერგა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით რამდენიმე ინიცირებული და გამარჯვებული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.