სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/03/2019

ჯუმათში წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს





ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოები ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე სურგულაძემ და მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ მოინახულეს. 
ჯუმათის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს შპს ,,დ.ნ"- ი აწარმოებს.