სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/02/2019

ხათუნა ცერცვაძემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა





"წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში ჩართვა არ არის ჩემთვის მარტივი, იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით , რასაც იმ ადამიანების მიერ მონიჭებული მანდატი მაკისრებს, რომლებთან ერთად მშობლიურ ოზურგეთში ვცხოვრობ." - განაცხადა საკრებულოს წევრმა ხათუნა ცერცვაძემ, დღეს, 2018 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას.

საკრებულოს წევრმა გაწეულ საქმიანობაზე საუბარი სოციალურ სფეროში მის მიერ ინიცირებული საკითხებითა და ამ მხრივ განხორციელებული პროექტების წარდგენით დაიწყო. მანვე ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბენეფიციარების ოჯახების გაძლიერებაზე, ახალგაზრდების გააქტიურებაზე თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვით ღონისძიებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ანგარიშსი აისახა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიებსა და ფრაქცებში გაწეული საქმინობაც, როგორც სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე ის მნიშვნეოვანი სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა განხილვა-დამტკიცებაში გასული წელს თავად მონაწილეობდა.

ხათუნა ცერცვაძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერება და ამ კუთხით გუნდთან ერთად სამომავლო პროექტების განხორციელება დაასახელა.

საკრებულოს წევრის საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.