სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

27/05/2019

კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.





ოზურგეთის მუნიციპლაიტეტის საკრებულოში, დღეს, აგრარულ საკითხთა და ინფრსატრუქტურის კომისიების სხდომები გაიმართა.

2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმის შესრულების ანგარიში იყო, ის ძირიტადი საკითხი, რომელზედაც ორივე კომისიის წევრებმა იმსჯელეს. კომისიების დასკვნების შესაბამისად, "შემოსავლების, ასევე ხარჯების ნაწილში, ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა შესრულებულია და საკითხი შეიძლება წარდგენილ იქნას საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად."

აგრარულ საკითხთა კომისიამ, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შესახებ იმსჯელა, რომლის დამტკიცების შესახებ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას.

ინფრასტრუქტურის კომისია კი გეგოგრაფიული ობილექტების სახელდების თაობაზე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებას გაეცნო. უსახელო ქუჩებისთვის, "შეკვეთლში მიხეილ ჭანუყვაძის" და სოფელ დვაბზუში "განთიადის" სახელების მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღება.