სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

07/02/2019

ლელა საჯაიას ანგარიში ამომრჩევლებმა მოისმინეს.





საკრებულოს წევრმა, ლელა საჯაიამ ამომრჩევლებს 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

"ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი ეს არის ერთგვარი გამოწვევაც, უპირველესად საკუთარი თავისთვის მეჩვენებინა ,როგორ შევძელი ჩემს ქალაქში თავის დამკვიდრება, როგორ მიცნობს ჩემი კუთხე, ჩემი უბანი , რას ელოდება იგი და რას მიიღებს ჩემი არჩევის შემთხვევაში." - განაცხადა ლელა საჯაიმ და ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორაცია მიაწოდა.
"აქტიურად ვიყავი ჩართული საკრებულოს მიერ მისაღებ სამართლებრივი აქტების განხილვა-დამტკიცებაში, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესი. კონსტრუქციული მუშაობის გზით მოვახერხეთ და შევძელით ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ცვლილება ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ. გავზარდეთ სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამაში არსებული ბიუჯეტი. მნიშვენლოვანი იყო, დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში სკოლამდელი განათლების სფეროში მისაღებ ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, 2018-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა". აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

მანვე, ყურადღება გაამახვილა თავის მაჟორიტარულ ოლქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, "ასფალტის საფარი დაიგო: ლანჩხუთის, გორკის, და ინგოროყვას ქუჩებზე, სადაც მოწესრიგდა წყლის სისტემაც, რეაბილიტირებული იქნა შევარდნაძის და გენიჩესკის ქუჩები. აქაც დაიგო ასფალტის საფარი. შეკეთდა სანიაღვრე არხები ლესელიძის პირველ ჩიხში და ლესელიძისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაში, ძმები ერქომაიშვილების ქუჩაზე. გადაიხურა 5 სახლი მუნიციპალიტეტის ხარჯით, 9 ოჯახს მიეწოდა სახურავი. კოსტავას ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გადაეცა 10 000 ლარი სახლის მშენებლობისათვის. კოსტავას 121 ნომერში მრავალბინიან კორპუსში მოწესრიგდა ეზო. განხორციელდა 46 ათასი ლარის ღირებულების პროექტი. ასევე , კოსტავას ქუჩაზე , მრავალსართულიან 2 კორპუსში გაკეთდა 2 სატვირთო და 1 სამგზავრო ლიფტი-24-24 და 19 ათასი ლარის ღირებულების. თუმცა, ვთვლი, რომ ეს მიზერულია და ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოვყავით თანხები გურიელის, ანდღულაძის, მაიაკოვსკის, საფო მგელაძის, ლერმონტოვის, იაკობ შემოქმედელის ქუჩების რეაბილიტაციისათვის. საფო მგელაძის და ლერმონტოვის ქუჩებზე მოეწყობა კანალიზაციის სისტემა. რაც მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა." საკრებულოს წევრი კოსტავას ქუჩის მოსახლეობის ძირითად პრობელმას კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას გამოეხმაურა. მისივე თქმით უახლოეს პერიოდში იგეგმება საპროექტო სამუშაოების დაწყება,შესაბამისად პრობლემის გადაჭრის გზები ნაპოვნია.

ლელა საჯაიმ ანგარიშში შშმპირთათვის შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობაზ ეისაუბრა და ეს საკითხი მის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. პრიორიტეტად დასახელლდა მაჟორიტარულ ოლქში საბავშვო ბაღის მშენებლობაც და სკოლმადელი გამათლების სფეროში დასაქმებული პერსონალისთვის ხელფასის ზრდა.
საკრებულსო წევრის საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

ანგარიშის წარდგენას მოქლაქეებთან ერთად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.