სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

31/10/2019

ლევან მგელაძემ გაწეული საქმიანობა შეაჯამა





ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, ქალაქის 60,01,02 მაჟორიტარმა, ლევან მგელაძემ 2019 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა. საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ საქმინობასთან ერთად, საკრებულოს წევრმა მის სამაჟორიტარო ოლქში შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. "საკრებულოში ჩემი მოღვაწეობის პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, მათი პრობლემრბის გამოვლენა და შესწავლა, ამ პრობლემების მოგვარების გზების გამონახვა. მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო მოქალაქეებს სოციალურ-ეკონომიკური, ყოფითი და სტიქით მიყენებული პრობლემების მოგვარებაში. "- განაცხდა ლევა მგელაძემ. მანვე ისაუბრა სამოქალაქო ბიუჯეტირების მნიშვნელობაზე, პროექტზე "იყავი თანნამართველი", რომლის ფარგლებში, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, სამაჟორიტარო ოლქში სპორტული მოედნის "ლაშეს" სტადიონის კეთილმოწყობა იგეგმება. ლევან მგელაძისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს ასევე,ეკოლოგიური საკითხების შესწავლა და მოგვარება წარმოადგენს.