სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

28/06/2019

მალე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება.





შენობის ინტერიერტის კაპიტალურ რემონტს შპს „კომფორტი XXI” შეასრულებს.

მუზეუმი დღეს ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ადგილზე პროექტის დამფინანსებლის, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და  მოადგილეებთან  ერთად დაათვალიერა.პროექტის დეტალური განხილვისას შედგა შეთანხმება, რომლის  მუშა პროცესში გამოვლენილი საჭირო ცვლილებების შეტანის შესახებ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს შეიძინა. პროექტი მომზადებულია საპროექტო კომპანია შპს „გეოანალიტიკას“ მიერ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე.

მუზეუმის შენობა აშენებულია 1960-იან წლებში და წარმოადგენს ორსართულიან, სწორკუთხოვან კარკასულ ნაგებობას.

პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების რეამონტს, სველი წერტილების მოწყობას, ლიფტის მონტაჟს, გარე პერიმეტრზე კიბის და ფეხმავალი ბილიკის მოწყობას, შენობაში ვენტილაციის, კლიმატკონტროლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს, საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სართულები დაკავებული იქნება: საქსპოზიციო ვესტიბულით, გასახდელით, ოფისებით, არქივით, სანიტარული კვანძებით, ლიფტით, დამხმარე ფართით.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

#გურია #ოზურგეთი2019