სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

07/09/2019

მდინარე სუფსის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები შეჩერდა





სილაურის და ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდინარე სუფსის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები დღეს დროებით შეჩერდა.
მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანიის წარმომადგენლებს წიაღის მოპოვება დროებით შეაჩერებინეს. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მათ ვერ წარმოადგინეს წიაღის მოპოვების კანონიერების დამადასტურებული დოკუმენტების პაკეტი.
ასევე, მიმდინარე ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს მდინარე სუფსაზე გადასასვლელი დროებითი ნაგებობისა და ნედლეულის მახარისხებელი დანადგარის კარიერის კოორდინატებს გარეთ განთავსება, რაც კომპანიამ ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების გარეშე განახორციელა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ კომპანიას ოფიციალური მითითება მერიის ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიეცა, თუმცა ამ დრომდე მითითება არ იქნა შესრულებული.