სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/02/2019

მერიის მაცხოვრებელთა მთავარი პრიორიტეტები





სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გრძელდება.

დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები მერიის თემში გაიმართა. 

მერიაში ადგილობრივებმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტი: გარე განათების მონტაჟი, სასაფლაოს შეღობვა, ორ უბანში ბეტონის გზის მოწყობა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია შეარჩიეს.

ჭახვათას დასახლების მაცხოვრებლებმა გათვალისწინებული თანხის ფარგლებში წყლის საქაჩი მოწყობილობის შეძენა, სტადიონის კეთილმოწყობა და გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტეს.

ნაღობილევში გამართულ შეხვედრაზე მთავარი მოთხოვნა სასაფლაოს შეღობვა, შიდა გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღში იატაკის შეკეთება და ჭაბურღილის მოწყობა იყო.

ხვარბეთში ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზები მოეწყობა.

როგორც მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ ადგილობრივებს განუმარტა, გამოცხადებული ტენდერის დასრულებისთანავე, ხვარბეთის ცენტრალური, 4 კილომეტრიანი გზის მოასფალტება დაიწყება.

 შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი, ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი - გოჩა აბაშმაძე, მერიის თემში მერის წარმომადგენელი ნუგზარ ხომერიკი და მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ღლონტი დაესწრნენ.

#გურია #ოზურგეთი #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2019