სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

13/05/2019

მიმდინარე პროექტი - შევჩენკოს და პუშკინის ქუჩების რეაბილიტაცია





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ შევჩენკოსა და პუშკინის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შევჩენკოს ქუჩაზე 283 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება, რისთვისაც 100 186 ლარი გამოიყო, ხოლო პუშკინის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 126 მეტრი სიგრძის გზას, რომლის ღირებულება 39 510 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 18“ ასრულებს.
 
#გურია #ოზურგეთი2019