სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

15/04/2019

მოქალაქეთა საყურადღებოდ!





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ღია კარის სხდომა"-ს 2019 წლის 16 აპრილს გამართავს.

ღია კარის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის მიმართეთ საკრებულოს აპრატს.

"ღია კარის სხდომა ", როგორც ამომრჩეველთა მოსმენის ყველაზე ოპერატიული წესი ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ნებისმიერი ამომრჩევლისათვის. გამოიყენეთ თქვენი უფლებამოსილება და მიიღეთ მონაწილეობა
ღია კარის სხდომაში. მოქალქეებს შესაძლებლობა გეძლევათ საკრებულოს თავმჯდომარის, მერის და წარმომადგნელობითი, აღმასრულებელი ორგანოს ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირის წინაშე დააყენოთ პრობლემები, ინიციატივები და უშალოდ მათგან მოისმინოთ პასუხები თქვენს მიერ დაყენებულ საკითხებზე.

ვიმედოვნებთ, ერთობლივად წარმატებით გავართმევთ თავს ჩვენი თვითმმართველი ერთეულის წინაშე დასახულ პრობლემებს, ახლო და შორეულ პერსპექტივაში გადავწყვეტთ პრიორიტეტულად მიჩნეულ საკითხებს, განვახორციელებთ დარგობრივად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს.

"ღია კარის სხდომა" 16 აპრილს 11 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყება.

მის: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქN1. ადმინისტრაციის შენობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი