სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/09/2019

ნატანების საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება





ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ
ნატანების ტერიტორიული ერთეულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, სადაც ახალი სასწავლო წლისთვის კარ-ფანჯრები გამოიცვალა.
სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.