სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/09/2019

ნატანებში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს





ნატანების ტერიტორიულ ერთეულში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 59 289 ლარს შეადგენს, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2017“ აწარმოებს , რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე ადგილზე გაეცნენ.