სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/10/2019

OGP-ის საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.





 ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018- 2019 წლების სამოქმედო გეგმით“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საკრებულოსა და მერიის დროებითი სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

 შეხვედრის მონაწილეებმა, პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ხელმძღვანელის ლევან ხინთიბიძეს მიერ წარმოდგენილ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთისინდისიერების ამაღლების სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს.

 სტრატეგიის პროექტი, რომლის შემუშავება OGP-ით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, ასახავს იმ ხედვებსა და მიზნებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის გამჭვირვალე და კეთილსინდისიერ საქმიანობას უზრუნველყოფს. პროექტში ამოცანების მიხედვითაა გაწერილი საკრებულოსა და მერიის მიერ საქმიანობაში განსახორციელებლი ის ვალდებულებები, რომელთა შემუშავების პროცესში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებიც მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის პროექტი საბოლო რედაქციით ჩამოყალიბდება, ის საკრებულოს მიერ დამტკიცდება.

 ღია მმართველობა-საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებები და პარტნიორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი, „პროგრესის სახლი“, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.