სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

13/04/2019

ოლიმპიურ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოლიმპიურ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დამონტაჟდება ჰაერის გამწოვი და გაზის გამათბობელი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ასევე შეიღებება კედლები და მოეწყობა ახალი ფილები.

აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც 50 368 ლარი გამოიყო.

სარემონტო სამუშაოები მაისის თვეში დასრულდება.