სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

03/08/2019

ოზურგეთის 20 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი  გამოიყო.

სამუშაოები 20 საჯარო სკოლაში   მიმდინარეობს.

კვირიკეთის, გომისა და მაკვანეთის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აკაკი შენგელიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის  უფროსმა ანი ჩუბინიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ოთარ არევაძემ და დავით ფერაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა - გია ჩხარტიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტით გათვალისწინებულია: სკოლებში საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების, სველი წერტილებისა და ეზოს კეთილმოწყობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე  სამუშაო შეხვედრაც გამართეს, სადაც მიმდინარე პროექტების ტექნიკური დეტალები განიხილეს.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

#გურია #ოზურგეთი2019