სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/05/2019

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი შეიძინა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

მუზეუმის შენობა აშენებულია 1960-იან წლებში და წარმოადგენს ორსართულიან, სწორკუთხოვან კარკასულ ნაგებობას.

პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების რეამონტს, სველი წერტილების მოწყობას, ლიფტის მონტაჟს, გარე პერიმეტრზე კიბის და ფეხმავალი ბილიკის მოწყობას, შენობაში ვენტილაციის, კლიმატკონტროლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს, საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სართულები დაკავებული იქნება: საქსპოზიციო ვესტიბულით, გასახდელით, ოფისებით, არქივით, სანიტარული კვანძებით, ლიფტით, დამხმარე ფართით.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება.

#გურია #ოზურგეთი2018