სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

26/06/2020

ოზურგეთის მერია კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ არქიტექტორების ჯგუფთან, მრჩეველთან ალექსანდრე ბერიძესთან და ოზურგეთში მერის წარმომადგენელ ავთანდილ სვანიძესთან ერთად ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩა დაათვალიერა.

მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებისა და კონსულტაციების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარის, სანიაღვრე არხების, საფეხმავლო ბილიკის, ველობილიკის, გამწვანების და ახალი განათების სისტემის მოწყობას გეგმავს.

შესაბამისი სამსახურები ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან ერთად კოსტავას ქუჩის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობას იწყებენ.

#გურია #ოზურგეთი #კოსტავასქუჩისრეაბილიტაცია2020