სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

22/05/2012

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის განხილვა





ეკონომოკის, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების, ტურისტული, სოციალური, კულტურული, სპორტული და სხვა პროგრამების დაგეგმვის გასაუმჯობესებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად გამართა საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა თემაზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის განხილვა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სოაციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არის ადმინისტრაციული ერთეულების სტრატეგიული განვითარების ძირითადი გეგმა. იგი შეიცავს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის განვითარების საშუალოვადიან პრიორიტეტებსა და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დახმარებით მუნიციპალიტეტმა 2011 წელს შეიმუშავა განვითარების სტრატეგია, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა მუნიციპალიტეტს ჯერ ისევ არ გააჩნია და ამ კუთხით დახმარებას საჭიროებს.

ოზურგეთის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივაა გაუზიაროს საკუთარი ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით ოზურგეთში მოქმედ საზოგადოებრივ დარბაზს, მასში ჩართულ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გაიზიაროს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების სრულყოფას. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა – დემოკრატიული მმართველობა საქართველოში(G3) მხარს უჭერს თვითმმართველი ერთეულის ინიციატივას, გააღრმავოს თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებასთან ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.