სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/08/2019

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს





2008 წლის წლის აგვისტოს ომის მე -11 წლისთავთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინებთ შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედროებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღეს. «11წელი გავიდა აგვისტოს ომიდან,. ეს დღეები გახლავთ საქართელოს უახლოეს წარსულის ყველაზე დიდი ტრაგედია., რომლემაც შეიწირა უდანაშაულო ადამიანების და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე, მათ შორის ოზურგეთიდან. ისინი არიან მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავდადების. ქედს ვიხრი მათ წინაშე.«. - საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი), რომლის სახელობის სკვერიც მუნიციპალიტეტმა მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოაწყო. ომში დაღუპულთა ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან ფულადი დახმარება გაეწიათ.