სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

27/06/2019

ოზურგეთში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა





27 ივნისს, ოზურგეთში, ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა.

თეატრალურ მოედანზე გაიმართა კედლის ინსტალაციის პრეზენტაცია, რომელიც ოზურგეთელმა მხატვრებმა, ეთუნა და თამუნა კონტრიძეებმა მოხატეს. 

საბავშვო თეატრმა წარმოადგინა პერფომანსი „დაზოგე ელექტროენერგია ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის.“

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტზე თემატური ნახატები დახატეს.

მოეწყო პროექტის „მწვანე ეკონომიკა ქალაქის უკეთესი მომავლისათვის“ პრეზენტაცია; პროექტს ახორციელებს თავისუფალი მედია სივრცე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.

ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად მერების შეთანხმების მემორანდუმის ხელმომწერი მუნიციპალიტეტია. პროგრამა - „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით - კლიმატის ცლილებებისა და ენერგეტიკისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა მუნიციპალიტეტებმა 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO2 -ის და სხვა სათბური აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების საშუალებებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი.

#მდგრადიენერგეტიკისდღეოზურგეთი2019 #დაზოგეელექტროენერგია #დაიცავიგარემო #SUSTANAIBLEENERGYDAY #OZURGETIMUNICIPALITI2019 #EECGeorgia