სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

12/04/2012

ოზურგეთში სასაფლაოების დასუფთავება მიმდინარეობს





12 აპრილის, აღდგომის დრესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, კომუნალური მომსახურების ცენტრის მიერ ქალაქში მდებარე სასაფლაოების დასუფთავება, მისასვლელი გზების მოწესრიგება და ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა თავად მიიღეს მონაწილეობა სასაფლაოების დასუფთავების აქციაში.
აქციის დაწყებამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკერებულოს თავმჯდომარე ა(ა)იპ-ი კომუნალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ალეკო მამეშვილმა ცენტრის დირექტორისა და განყოფილებების უფროსებისგან მიმდინარე და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ცენტრის თანამშრომლების მიერ აღდგენილი იქნა დაზიანებული გარე განათების ქსელი, საგრძნობლად შემცირდა მაწანწალა ძაღლების რაოდენობა, სათბურებში აქტიურად მიმდინარეობს საზაფხულო ყვავილების ნერგების გამოყვანა, მზადდება ნიადაგი გაზონებში ყვავილების დასარგავად.
ალეკო მამეშვილის განცხადებით, ა(ა)იპ-ი კომუნალური მომსახურების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება. მოსახლეობამ უნდა  მიიღოს სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურება. რაც შეეხება აქციას, იგი არამარტო სადღესასწაულო დღეებში გაიმართება.