სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

13/04/2019

ოზურგეთში სხვადასხვა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს





ოზურგეთში თავისუფლების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:
მოასფალტდება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 18“ ასრულებს, რომლის ღირებულება 379 610 ლარს შეადგენს.

აღნიშნული სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღმაშენებლის ქუჩის მეორე ჩიხს, კიტა მეგრელაძის ქუჩა N8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე ანდღულაძის და გურიელის ქუჩებს. 

მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ დაათვალიერა. 

#გურია #ოზურეგთი