სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

30/10/2019

საბიუჯეტო ინიციატივების განხილვა





ოზურგეთის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებოთ, მოსახლეობის პრიორიტეტების ანალიზსა და საბიუჯეტო ინიციატივების შემუშავებაზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს ფრაქციების, კომისიების თავმჯდომარეები, აღმასრულებელი ორანოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ, 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს. საკრებულოს ფრაქციებმა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ინიციატივები პროექტების სახით წარმოადგინეს. ინიციატივები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორისაა სივრცით მოწყობა, ახალგაზრდული პროგრამები, სოციალური თემატიკა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო სერვისები ფრაქციებმა ინიციატივები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების ანალიზის საფუძველზე შეარჩიეს. საბიუჯეტო ინიციატივებზე ფოკუს ჯგუფების ჩართულობით იმუშავა ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭომ. პრიორიტეტები შემდეგია სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები, შშმპ-თათვის ინტეგრირებული გარემოს შექმნა, პრევენციული ღონისძიებები ონკოლოგიური მიმართულებით და სხვა. სამუშაო შეხვედრა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.