სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

05/06/2019

საკრებულომ დავით მდინარაძის უფლებამოსილება ცნო.





დავით მდინარაძე საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.

საკრებულომ დავით მდინარაძის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ განკარგულება დღეს დაამტკიცა. დღესვე, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ლევან თოიძე და მის ხოსვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

" ვულოცავთ ბატონ დავითს გამარჯვებას, საკრებულოს შემოუერთდა ღირსეული ოზურგეთელი. მჯერა ის, კეთილსინდისიერად შეასრულებს საკრებულოს წევრობის მანდატით ნაკისრ ვალდებულებებს და გაამართლებს ამომრჩევლების ამ მაღალ ნდობას" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

დავით მდინარაძე, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება- დმეოკრატიული საქართველო"-მ წარდგინა. ის საკრებულოში ამავე პარტიის ფრაქციის წევრი გახდა.

" კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩველებს ნდობისთვის. ჩემთვის არჩევნების შედეგი არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გუნდთან ერთად, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ"-აღნიშნა საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ.