სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/02/2019

საკრებულოს მორიგი სხდომა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ლიხაურის მოსახლეობის მიერ ელექტრონული პეტციით ინიცირებულ საკითხზე იმსჯელეს.

ელექტრონული პეტიცია სოფელში შშმპირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას გულისხმობს. განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ, საკრებულოს საკითხის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება გააცნო. კომისამ მერიას რეკომენდაციით მიმართა, გამოიყოს თანხები სოფელში შეასბამისი გარემოს შესაქმნელად. საკრებულომ კომისიის დასკვნა მოიწონა, რაც ოქმში აისახა.

სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილება. ფასი გასული წლის მსგავსად იგივე დარჩა.

ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენის ინფორმაცია.