სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

13/03/2019

საკრებულოს მორიგი სხდომა.





საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. სჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანი თაობაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად.

განკარგულება დამტკიცდა, დაბა ურეკში სანაპიროზე გასასვლელისთვის ნიკოლოზ ქარცივაძის სახელის მინიჭების თაობაზე.

განკარგულებები დამტკიცდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების და 2019 წელს სტიქიის პრევენციის მიზნით, ამავე ფონდიდან განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.

საკრებულომ ინფორმაცია მოისმინა და ცნობად მიიღო მერიის მიერ 2018 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში,აგრეთევე, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის, სოფელ ლიხაურში საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მერის მიერ პეტიციის განხილვის შედეგები.