სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

07/08/2019

საკრებულოს სხდომა





მომავალი წლიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეში სამოქალაქო ბიუჯეტი დაინერგება. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მორიგ სხდომაზე განაცხადა. დავით დარჩიას თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, მისი ინიციატივა განიხილული და მხარდაჭერილია ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და საკრებულოს წევრების მიერ. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნება ახალი ინიციატივები და საპროექტო იდეებით საკუთარი სოფლისა და დასახლების განვითარებას შეუწყონ ხელი.  საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის N11 დადგენილებაში ცვლილებას.  სხდომაზე დამტკიცდა განკარგულებები: ,,ქალაქ ოზურგეთში გურამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნის განთავსების ორგანიზების შესახებ“ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემისა და უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ - ცვლილებებიდამტკიცდა ,,სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის ასაშენებელი შენობის პროექტის მოწონების თაობაზე“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის N41 განკარგულებაში.