სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

10/06/2019

საკრებულოს წევრები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი ლავრენტი ბიგვავა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე, სოფლების ხვარბეთისა და კონჭკათის საზღვარზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა საკრებულოს წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და სოფლების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მნიშვნელობაც აღნიშნეს.

როგორც ისინი აცხადებენ ხვარბეთისა და კონჭკათის დამაკვშირებელი გზის მოასფალტება ორივე სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, თუმცა რჩება რიგი პრობლემები მოსაგვარებელი, რომლის თაობაზე ადგილობრივებმა საკრებულოს მიმართეს. კერძოდ, ხვარბეთი კონჭკათის (კატისციხე) დამაკვშირებელ გზაზე სანიაღვრე არხი დაახლოებით 200 გრძ. მ კაპიტალური მოწყობას საჭიროებს, ხოლო ამავე სოფლების საზღვარზე არსებულ რამდენიმე კრიტიკულ მონაკვეთზე საყრდენი კედელის მოწყობაა საჭირო.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისია, პრობლემის შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დასკვნით მიმართავს.