სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

03/10/2019

საკრებულოს წევრებმა მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამეს.





საკრებულოში ანგარიშგების პროცესი გრძელდება.

ამჯერად, ამომრჩევლებს მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საკრებულოს წევრებმა: გენო ჩავლეშვილმა და ბახვა დოლიძემ წარუდგინეს.

საკრებულოს წევრებმა იმ ღონისძიებეზე ისაუბრეს, რომლებიც უფლებამოსილების ფარგლებში კომისიურ და ფრაქციული მუშაობისას განახორცილეს. ყურადღება განახვილდა საანგარიშო პერიოდში, მათი ჩართულობით მირღებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებზე. წარმოადგინეს ის საკითხები , რომლებიც მოქალქეთა შეხვედრების დროს გამოიკვეთა და მიღებული გადაწყვეტილებები.

ბახვა დოლიძემ სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და უპირატესად მიიჩნია მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტიულ გეგმაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის კიდევ უფრო ეფექტური მუშაობას.ხაზი გაუსვა აგრარული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს და ამ კუთხით ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

გენო ჩავლეშვილმა კი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას წინადადებით, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმინობის ანგარიშები დამაკმაყოფილებლად შეფასდა.