სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

14/05/2020

განცხადება - ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელთა საყურადღებოდ!





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს 2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას!

ვიწვევთ კომპანიებს და მეწარმეებს, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ განაცხადი წარმოადგინოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის:ოზურგეთი, მერაბ კოსტავას ქ. N1 ან ელ. ფოსტაზე meriaozurgeti2018@gmail.com) 
განაცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები არსებობის შემთხვევაში);
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში შაბათ-კვირის გარდა 09:00 - 18:00 საათამდე.