სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

26/06/2020

სარაგბო კლუბ "არწივების" ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ და სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსმა, თამარ აროშიძემ ზვანის სარაგბო კლუბ "არწივების" ბაზა მოინახულეს, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

რემონტდება საშხაპეები, გასახდელები, მოეწყო საქვაბე და მოწესრიგდა წყლის სისტემა. სარაგბო კლუბში 35-40 სპორტსმენი ვარჯიშობს, სპორტული აქტივობები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.