სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

23/05/2012

შეხვედრა დღის ცენტრის აღსაზრდელებთან





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი და  მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ვაშაყმაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ ვასილ ხომერიკთან ერთად , შემოქმედის ეპარქიასთან არსებულ ბავშვთა დღის ცენტრს, „ცისკრის ვარსკვლავს“ სტუმრობდნენ.

შეხვედრა  ა(ა)იპ-ი სპორტის განვითარების საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის  წარმომადგენლების  მიერ იყო  ორგანიზებულ ი.

სტუმრებმა  ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

ბავშვთა დღის ცენტრი, „ცისკრის ვარსკვლავი“, 2012 წლის პირველ აპრილს გაიხსნა და სოციალურად დაუცველ, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა აღზრდაზე და მათ სათანადო განათლებაზე ზრუნავს. იგი   ექვსიდან თვრამეტ წლამდე 18 ბავშვს აერთიანებს და გეგმავს   მათი რაოდენობის გაზრდას.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბავშვებთან ერთად შაში ითამაშეს.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთმა უშუალო ურთიერთობამ პატარებში დიდი სიხარული გამოიწვია და კიდევ ერთხელ გაუჩნდათ რწმენა იმისა, რომ არასოდეს დაივიწყებენ და მუდმივად გაახარებენ ასეთი შეხვედრებითა და საჩუქრებით.

საქველმოქმედო აქცია თოჯინების თეატრში დასრულდა, სადაც პატარებისტვის სპეციალური წარმოდგენა გაიმართა