სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

30/10/2019

შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად, თანამშრომლობის ცენტრ „პოლონეთი-აღმოსავლეთი“ პრეზიდენტი, FRDL მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში (პოლონეთი) ნატალია გმურკოვსკა, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ასოციაცია „ევრორეგიონი ბუგ“ დირექტორი გალინა გრაბარჩუკი (პოლონეთი) და ლვოვის ოლქის სახელმწიფი ადმინისტრაციის, მიკოლაევოს რაიონის კულტურის დეპარტამენტის დირექტორი ირინა ივანოჩკო (უკრაინა), მიიღო. დელეგაციის წევრები, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივების კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტს წარმოადგენდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პოლონეთისა და უკრაინის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის, მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს, რაც ერთობლივად განხორციელებული პროექტებით დასტურდება. სწორედ, ამ წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და ინოვაციური ჩართულობის მექანიზმების გამოყენებას უკავშირდება. განსაკუთრებულ წარმატებად მიიჩნიეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გურიის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება. ნატალია გმურკოვსკამ მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივები კონგრესში საკრებულოს წარმომადგენლის ნანა თავდუმაძის, როგორც სპიკერის აქტიური მონაწილეობისათვის. შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ , რომ თანამშრომლობის პროცესი აქტიურად გაგრძელდება, როგორც ფონდებისა და ახალი რესურსების მოძიების მიზნით, აგრეთვე, ექსპერტული დახმარებითა და პროექტებში მონაწილეობის გზით.