სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

03/07/2019

შიდა აუდიტის ინსტიტუციური გაძლიერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლებმა პროექტის ,,გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა ხაზი გაუსვა რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირების ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობას, მათ აქტიურ ჩართულობას კონტროლის გარემოს, რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინირებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.