სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

10/07/2019

შრომის გაზიფიცირება განხორციელდება.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 –2021 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„გამოვაცხადეთ, რომ იწყება გაზიფიკაციის სამუშაოები - ჯერ ვიწყებთ პროექტირებას და მას წლის ბოლომდე დავასრულებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქაურ მოსახლეობას გაისად ამ დროს გაზი უკვე ექნება“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია , გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები.

 შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.